ხანძარი ახალციხის ტყეში

31 აგვ 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით 70- მდე მეხანძრე - მაშველი რჩება.