ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია

30 აგვ 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია. სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობი იწვის.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ადგილზე მეხანძრე -მაშველები იმყოფებიან.