30 აგვ 2020
ხვალ ბათუმის კორტებზე ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. უკვე ბათუმშია საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. კონცერტის ორგანიზატორები მსმენელს საინტერესო საღამოს ჰპირდებიან. ამბობენ, რომ კლასიკურ მუსიკასთან ერთად ელექტრონულ მუსიკის მოსმენის შესაძლებლობაც ექნებათ.