ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადავადდა

29 აგვ 2020

ძალოსნობაში მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო, მიზეზად კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარება სახელდება. თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატი აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, კონტინენტის პირველობამ 31 ოქტომბრისთვის გადაიწია.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით - გაირკვევა. 2021 წლამდე გადაიდო ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიც.