იაგო ხვიჩია ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს

29 აგვ 2020

“გირჩის” ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია   საპარლამენტო არჩევნებში ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს.  მისი თქმით, ბათუმის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სწორი საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში “გირჩს” ბათუმში შეუძლია წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება.

ხვიჩია დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატად წარდგენით,  “გირჩს” გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება.