სასტუმროს მეპატრონეებისა და თანამშრომლების მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში

29 აგვ 2020

მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები და თანამშრომლები სესხების გადავადებასა და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

ისინი ამ წუთებში ფიჭვნარის ტერიტორიაზე იკრიბებიან და  აღმაშენებლის ქუჩით ქობულეთის მერიამდე მსვლელობას გეგმავენ.