ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მანქანა ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

28 აგვ 2020

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. 

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი პაციენტი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა BROTHERS-ში მოათავსეს, ხოლო ერთი მოქალაქე თავის ტრავმით ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

პირველადი ინფორმაციით, ის არასრულწლოვანია. მაუწყებელი სხვა დეტალებს აზუსტებს. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. მიმდინარეობს გამოძიება.