40 წელი სცენაზე - ნუგზარ ერგემლიძის კონცერტი

27 აგვ 2020

40 წელი სცენაზე, 120-ზე მეტი  სიმღერისა და 130-ზე მეტი ლექსის ავტორი. გუშინ ბათუმის ბულვარში, ცნობილი ქართველი ავტორ-შემსრულებლის, ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, კონცერტი მუსიკოსის ერთ-ერთი ძველი სიმღერით ,,ლამპიონებით“ გაიხსნა.

ასევე შესრულდა  ერგემლიძის ცნობილი მუსიკალური ნომრები სხვადასხვა შემსრულებლის მიერ, მათ შორის  მომღერალი გიორგი ნაკაშიძისა და მერაბ სეფაშვილის მიერ.