შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე

26 აგვ 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა.

საუბარი წარიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებზე. მათ შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ა.შ.