გაგნიძის ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

26 აგვ 2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც კანონის გათვალისწინებით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.