ლეგენდარულ სპორტსმენ უსაინ ბოლტს კორონავირუსი დაუდგინდა

26 აგვ 2020

იამაიკელ სპორტსმენს უსაინ ბოლტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლეგენდარულმა მძლეოსანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მან დააზუსტა, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თავად კი თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს.

8 გზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 11 გზის ჩემპიონმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.