ოპოზიცია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

07 ოქტ 2016

ნაციონალური მოძრაობა არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბრობს. პეტრე ზამბახიძეს რამდენიმე უბნის მაგალითი მოჰყავს. მისი მტკიცებით, 90-ე უბანზე კარუსელი დაფიქსირდა, 103 უბანზე კი მობილიზებული იყვნენ ძალოვანი სტურქტურები. ზაბახიძე კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს. საარჩევნო უბნებზე კარუსელებისა და დარღევების ფაქტებზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატიც. არმაზ ახვლედიანის განცხადებით,  44-ე უბანზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები  ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდნენ. იგი ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ბრალდებებს “ქართულ ოცნებაში” პასუხობენ. ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, ძალოვანები  არცერთ უბანზე არ იმყოფებოდნენ.