ნაღმზე შეტყობინება საზმაუში

24 აგვ 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები მუშაობენ. შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შემოწმება-დათვალიერება.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები. პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ შემოვიდა.