ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე

24 აგვ 2020

მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი 27 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბოლო სამი დღეა მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება და საერთო ჯამში გამოკვლეულია 1 216 პირი.

ინფექცია მესტიის მუნიციპალიტეტში ძირითადად   ლენჯერის თემში იყო კონცენტრირებული.

რაც შეეხება აჭარას- უკვე სამი დღეა  ბათუმსა და ქობულეთში ზღვისპირა  პარკის ტერიტორიაზე  განთავსებულია კარვები, სადაც  მოსახლეობის ნებაყოფლობითი ტესტირება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოკვლეულია 220 ადამიანი.