30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს მემორანდუმს გააფორმებს

24 აგვ 2020

30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში დეკლარაციას გააფორმებს. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნიან.

დეკლარაციას ის პარტიები მოაწერენ ხელს, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან.