შატილში ავტოავარიაში გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია სამი ადამიანი

24 აგვ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

უწყების ცნობით, შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა.

მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. 

დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან და ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა მძიმეა.