საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 აგვ 2020

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 132-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

დადასტურებული 17 შემთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირებულები მძღოლები არიან.