2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ვალუტის ჯიხურის ყაჩაღობისთვის დაკავებულს

22 აგვ 2020

აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა  ყაჩაღობაში ბრალდებულს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია.   მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

გამოძიება ვახტანგ ტაბიძეს ყაჩაღობას ედავება, რაც 5-დან 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ვერსიით, 19 წლის ახალგაზრდა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე  ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურში შეიჭრა, თავს დაესხა მეპატრონეს და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. სასამართლო პროცესზე ის დისტანციურად  ესწრებოდა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თავდასხმის მოტივია დასადგენია.