ქობულეთის კლასტერი კიდევ ფართოვდება

21 აგვ 2020

ქობულეთში ინფიცირებული ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა. იგი თბილისში დადასტურებული შემთხვევის შედეგად გამოკვლეული კონტაქტია. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასტუმროში, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. საოჯახო სასტუმროს მეპატრონე და მისი ოჯახის წერები კარანტინში არიან. ხოლო პსრ ტესტირება უტარდებათ მასთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც სასტუმროში ისვენებდნენ. ჩატარებული ეპიდ კვლევის შედეგად 3 ადამიანი თვითიზოლაციაში, 18 კი კარანტინის რეჟიმში რჩება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტი მკურნალობს.