ბათუმში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა

21 აგვ 2020

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დილით კარი დაზიანებული დახვდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაზარალებული ყვება, რომ მაღაზიიდან წაღებულია თანხა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დილიდან მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.