20 აგვ 2020
კოვიდ 19-ის დიაგნოზით, რეგიონში 25 პაცინეტი მკურნალობს და გასულ დღე-ღამეში, ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეგიონი არ ჩაიკეტება, თუმცა მკაცრდება კონტროლი, რის გამოც ბათუმსა და ქობულეთში უფასო პისიარ ტესტირებისთვის კარავები ცოტა ხნის წინ გაიშალა.
ტესტის გაკეთების ვალდებულება, ზღვის პირას მდებარე კაფეებსა და ბუნგალოებში დასაქმებულებს აქვთ. ტესტისთვის საჭირო თანხა კი ობიექტების მეპატრონეებმა უნდა გადაიხადონ.