20 აგვ 2020
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ფესტივალების ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფესტივალების ჩატარების პერიოდში ჯანდაცვის რეკომენდაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.გამარჯვებული პროექტების განხორციელება აგვისტო-ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება.