მესტიაში განმეორებითი ტესტირება დაიწყო

20 აგვ 2020

კვლავ ცხელ წერტილად ლენჯერის თემი, რომელიც ვირუსის გავრცელების კერაა. ძალაში რჩება ადგილზე დაწესებული შეზღუდვები და მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება იგეგმება.

მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებული შეზღუდვები კი ხვალიდან მოიხსნება. რეგიონში სულ 49 დადასტურებული შემთხვევაა.