აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

19 აგვ 2020

რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 23 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 369 162 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას.საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.