17 აგვ 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას განცხადებით რეისი, რომელიც თბილისიდან მინსკის მიმართულებით 16 აგვისტოს საღამოს შესრულდა, არა სპეცრეისი, არამედ ჩვეულებრივი, ჩარტერული რეისი იყო. რეისი თბილისი – მინსკი – თბილისი 16 აგვისტოს საღამოს შესრულდა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მინსკში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ბელარუსში საქართველოდან ქვეყნის ელჩი გაემგზავრა, იმის გამო, რომ რეგულარული რეისები არ სრულდება, მინსკში ჩარტერული რეისით გაფრინდა.