დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნიგერიის 3 მოქალაქე დააკავეს

17 აგვ 2020

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სამი ადამიანის მიმართ.

14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.