მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

17 აგვ 2020

მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებისას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გვამის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

მაშველები მესამე დღეა  ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.