ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

16 აგვ 2020

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც  შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, 15 აგვისტოს ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.