ყველაზე ძლიერების ტურნირი ბათუმში

16 აგვ 2020

საქართველოს უძლიერესი მამაკაცის ტიტული კვლავ კოსტანტინე ჯანაშიამ მოიპოვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და რეკორდსმენია. ის  მსოფლიო ჩემპიონატზე  კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალებს.

"სტრონგმენების" ტურნირში გამარჯვებულები სულ 4 წონით კატეგორიაში  გამოვლინდნენ. შეჯიბრებაში სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ.