15 აგვ 2020
ბათუმი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრებაში სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ.
მათ შორისაა მსოფლიოს პრიზიორი და რეკორდსმენი კონსტანტინე ჯანაშია. გამარჯვებულები, რომლებიც რამდენიმე საათში 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდება მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.