საქართველოში საკარანტინო ზონები 136 ობიექტში მოქმედებს

15 აგვ 2020

საქართველოში ამ დროისთვის 136 განთავსების ობიექტში კარანტინს  7 326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები  უწევენ მონიტორინგს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კარანტინში მყოფთა კვების რეჟიმს, მიწოდებული სურსათის უვნებლობას, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვას.