ლია მუხაშავრია პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი გახდა

15 აგვ 2020

პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლია მუხაშავრია შეუერთდა. ახალი წევრი პარტიის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს ბათუმის ოფისში წარადგინა.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, ის ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად იბრძოლებს და ამისთვის ყველაზე მისაღები გაერთიანება, მისთვის სწორედ „ტრიბუნა“ იქნება.