ხულოში ვეტერანთა კლუბის მშენებლობა დასრულდა

15 აგვ 2020

ხულოს მუნიციპალიტეტში 9 აპრილის ხეივანში ვეტერანთა კლუბის მშენებლობა დასრულდა. პროექტი 2018 წელს დაიწყო, თუმცა მისი აღჭურვა პანდემიის გამო შეფერხებული იყო.

სამუშაოები შპს ,, როდამ" შეასრულა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან კლუბის მშენებლობისთვის  57 353 ლარი დაიხარჯა.