აჭარაში მცხოვრები ბავშვების 85%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ

14 აგვ 2020

საქართველოში  2-7   წლის  ასაკის ბავშვების  41  პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აქვთ. ეს მონაცემები  დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას.  კვლევამ აჩვენა, რომ  მაღალია, დაახლოებით 85%-ია ტყვიის  მაჩვენებლები  აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლშიც. ამასთან დაკავშირებით ბათუმში იუნისფის, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და რეგიონის მთავრობის ორგანიზებით შეხვედრა მიმდინარეობს, კვლევის შემდგომი ეტაპი ტყვიის წყაროების და გზების დადგენაა