საზღვრის უკანონოდ გადაკვთისთვის უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

14 აგვ 2020

სასაზღვრო პოლიციამ  საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა . გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.