საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

14 აგვ 2020

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.