საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება - "სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  

13 აგვ 2020

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წევრების, განცხადებით აუცილებელია სახელმწიფოსა და პარტიის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მკვეთრი განცალკევების უზრუნველყოფა. ასევე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმი საარჩევნო კამპანიის პროცესში ინციდენტებზე რეაგირებისთვის. ორგანიზაციის  ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება არ უნდა გახდეს.