სტამბოლის, მინსკისა და კიევის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

13 აგვ 2020

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლის, მინსკისა და კიევის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება.

უწყების ცნობითვე, ჩარტერები, რომლებიც აგვისტოში დაინიშნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  შემდეგი განრგით განხორციელდება:

• 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );

• 21 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );

• 23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

• 23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );

• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );

• 30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );

• 31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.