“ეს ქვეყანა შენია’’ – პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოვება

12 აგვ 2020

‘’ეს ქვეყანა შენია’’  პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ბათუმში. აჭარაში გამარჯვებულები  ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მათი წარმოდგენილი აქტივობა შშმ პირებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას გულისხმობდა. სულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა  რეგიონიდან 150-მდე გუნდი მონაწილეობდა.

დაჯილდოვების პარალელურად მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა, ისაუბრეს სამოქალაქო ღირებულებებისა და  პასუხისმგებლობის შესახებ.