უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატებს „ქართული ოცნება" რამდენიმე დღეში დაასახელებს

12 აგვ 2020

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა.

რეგიონში  პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მოგვიანებით გასაჯაროვდება პარტიული სია, რომელიც მისი თქმით, საინტერესო პერსონებით იქნება დაკომპლექტებული.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, სიაში იქნებიან როგორც  მოქმედი პოლიტიკოსები, ისე  ახალი სახეები.