სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

10 აგვ 2020

11 და 12 აგვისტოს სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. წვიმა ელჭექით. საღამოსა და ღამის საათებში ნალექის ინტენსიობა მოიმატებს და ძლიერად იწვიმებს. გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15/20 მეტრ წამამდე.

ტემპერატურა +21,+26 გრადუსი იქნება, ზღვაზე ღელვა 3 ბალი.

მოკლე დროში მოსული უხვი ნალექის დროს, შესაძლებელია განვითარდეს ნეგატიური პროცესები, ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას ხილვადობის უეცარი გაუარესება და ცალკეული ქუჩების დატბორვა.