ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს

10 აგვ 2020

ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია.

84 წლის კაცი მდინარე დეხვის სათავესთან, ტყის მასივში იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.