კომუნიკაციების კომისია 1 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნების მედია მონიტორინგს დაიწყებს

10 აგვ 2020

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი 1 სექტემბრიდან იწყება. კომუნიკაციების კომისია 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.  

კომუნიკაციების კომისიის მონიტორები  უკვე გადამზადნენ. ოთხ დღიანი ტრენინგის ფარგლებში მათ  ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნეს.