მაჟორიტარმა კანდიდატმა აგვისტოს ომში დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგო

09 აგვ 2020

ევროპული საქართველოს ლიდერებმა და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ნაკაიძემ 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს სოფელ ბეღლეთსა და ირემაძეებში პატივი მიაგეს.

მათ ომში დაღუპულების საფლავები გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის, ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადეს.