ეპიდსიტუაცია საქართველოში

08 აგვ 2020

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 216-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2-ით გაიზარდა და 996-ს შეადგინა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7 166 მოქალაქე.

რაც შეეხება აჭარას. გუშინ კოვიდ-19 თურქეთის 2 მოქალაქეს, ტრაილერების მძღოლებს დაუდასტურდათ თუმცა, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გითხრეს პაციენტები მათივე სურვილით კვლავ თურქეთში დააბრუნეს. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას კვლავ  18 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.