07 აგვ 2020
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ბესიკ ესებუამ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა. პოსტის დატოვების შესახებ დაწერილ განცხადებაში ის პირად მიზეზს ასახელებს. ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.