12 წელი აგვისტოს ომიდან - საერთაშორისო გამოხმაურება

07 აგვ 2020

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა.

რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის  მე-12 წლისთავს   ევროკავშირის წარმომადგენლობა   სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს - ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი.

დავით ზალკანიანის განცხადებით, უმოქმედობა მოსკოვის მიერ აღიქმება როგორც გარკვეული სანქცია, ამიტომ მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება.