06 ოქტ 2016
ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის საუბრის მთავარი თემა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისა და ქართველ ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობის მნიშვნელობა.