ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღონ

06 აგვ 2020

ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ფიჭვნარში  მიმდინარე საექსპედიციო არქეოლოგიურ გათხრებში მიიღონ მონაწილეობა. ყოველ შაბათს მათ ტრანსპორტირებას  ფიჭვნარში, აჭარის მუზეუმი უზრუნველყოფს.

პროექტი „არქეოლოგიური ტურიზმის ხელშეწყობა“ აჭარის მუზეუმის წარმომადგენლებმა  ტურიზმის ფედერაციის წევრებსა და  გიდებს  გააცნეს.