„შენი იდეა ბათუმს“ - 2021 წლის იდეების მიღება დაიწყო

05 აგვ 2020

ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში  იდეების რეგისტრაცია  სექტემბრამდე გაგრძელდება. პროექტი ბათუმში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს,  თავისი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს.

მოქალაქეებმა საკუთარი იდეა ონლაინ ვებ-გვერდზე idea.batumi.ge - ზე ან მერიის 14 სხვადასხვა სერვისცენტრში დღეიდან 2020 წლის 5 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით უნდა განათავსონ.

მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული იდეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა ქმნიდეს საზოგადოებრივ სიკეთეს

უნდა იყოს მუნიციპალური საკუთრება;

უნდა ხორციელდებოდეს ბათუმის საზღვრებში;

უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება;

უნდა ხორციელდებოდეს 1 წლის ფარგლებში;

არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს;

გამარჯვებული იდეის ავტორებს, თავად მოქალაქეები ვებ-გვერდზე ხმის მიცემის პრინციპით გამოავლენენ. გამარჯვებული იდეების განხორციელებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.